ფეხბურთი

21:46 | 11.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

„საბურთალომ“ „გაგრასთან“ წააგო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტურის ბოლო მატჩში, „გაგრამ“ თბილისში, დავით პეტრიაშვილის სტადიონზე „საბურთალოს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, მე-10 წუთზე ტურნირის ერთ-ერთმა ბომბარდირმა, მალელმა შეიკნე სილამ გამოიჩინა თავი. თუმცა მოგვიანებით მანვე პენალტი ვერ გაიტანა. გაგრელებმა კი ბოლო წუთებში იყოჩაღეს. ჯერ, 88-ე წუთზე საბა ზოიძემ გაათანაბრა, 93-ზე კი ბრაზილიელმა კლაიდინეიმ საბოლოო წერტილი დასვა - 2:1.

„საბურთალო“ ისევ მეხუთე ადგილზე დარჩა. „გაგრამ“ კი ერთი ადგილით აინაცვლა და „სამტრედიას“ გაუსწრო, თუმცა ჯერჯერობით კვლავ ფლეი აუტის ზონაში რჩება.

0.11547