ფეხბურთი

19:51 | 11.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილის საგოლე პასი ლიგა 2-ში (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-14 ტურში „ბორდომ“ საკუთარ მოედანზე „ანესი“ 3:1 დაამარცხა, რითაც მოუგებელი სერია შეწყვიტა.

ზურიკო დავითაშვილმა მოედანზე 62 წუთი გაატარა და საგოლე პასი მიითვალა. ქართველი ნახევარმცველის შესანიშნავი პასით 45-ე წუთზე ზან ვიპოტნიკმა გაიტანა და იმ დროისთვის ანგარიში 2:1 გახადა.

ზურიკოს მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ში ჩატარებულ 14 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, 3-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

„ბორდოს“ 15 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 25 ნოემბერს, სტუმრად „პარიზს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110601