ფეხბურთი

10:28 | 11.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

პოსტეკოღლუ პრემიერლიგაში თვის საუკეთესო მწვრთნელად ზედიზედ მესამედ დასახელდა

ოქტომბერში ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელად „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი ანგე პოსტეკოგლუ აღიარეს. ამის შესახებ პრემიერლიგის პრესსამსახური იტყობინება .

58 წლის ავსტრალიელისთვის ეს სეზონის მესამე ჯილდოა და პირველი სპეციალისტია, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატის პირველ თვეებში ზედიზედ სამჯერ ეს ჯილდო მიიღო.

ოქტომბერში სამ მატჩში „ტოტენჰემმა“ სამი გამარჯვება მოიპოვა „ლუტონთან“ (1:0), „ფულჰემთან“ (2:0) და „კრისტალ პალასთან“ (2:1).

11 ტურის შემდეგ „ტოტენჰემს“ 26 ქულა აქვს და პრემიერლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა „მანჩესტერ სიტის“ შემდეგ, რომელსაც ერთით მეტი ქულა აქვს.

პრემიერლიგაში თვის საუკეთესო ფეხბურთელად მოჰამედ სალაჰი დასახელდა, რომელმაც ეს ჯილდო კარიერაში მეხუთედ მოიგო, რის შედეგადაც უეინ რუნის და რობინ ვან პერსის გაუტოლდა, ხოლო უფრო წინ სტივენ ჯერარდი (6), კრიშტიანუ რონალდუ (6), სერხიო აგუერო (7) და ჰარი კეინი (7) არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115449