ფეხბურთი

22:58 | 8.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" დირექტორი: "ოსიმენთან კონტრაქტის განახლებაზე ვსაუბრობთ"

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა მაურო მელუზომ ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

„ოსიმენი ნეაპოლში დღეს დაბრუნდა. გაივლის სამედიცინო შემოწმებას და შემდეგ გავიგებთ, როდის შეძლებს ვარჯიშს. ამ ტრავმას , როგორც წესი, 5-6 კვირა სჭირდება, ვეცდებით, რაც შეიძლება მალე მზად იყოს. კონტრაქტის განახლება მასთან? ამაზე უკვე რამდენიმე თვეა ვსაუბრობთ და მოლაპარაკებები გაიწელა. ვნახოთ, რა მოხდება“, - თქვა მელუზომ.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი წინა სანაკრებო პაუზაზე დაშავდა და მოსალოდნელია, რომ ის სათამაშოდ მზად მიმდინარე თვის ბოლოს იქნება.

0.115019