ფეხბურთი

19:26 | 7.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის საგოლე პასი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე (+VIDEO)

აზიის ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „ულსან ჰიუნდაი“ სტუმრად მალაიზიის „ჯოჰორთან“ 1:2 დამარცხდა, ვაკო ყაზაიშვილმა კი საგოლე პასი მიითვალა.

ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 90 წუთის განმავლობაში იყო, 69-ე წუთზე კი მისი პასით ატარუ ესაკამ გაიტანა და იმ დროისთვის ანგარიში გაათანაბრა. ყაზაიშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 39 მატჩში 11 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს აქტივში.

„ულსან ჰიუნდაის“ ოთხ ტურში 6 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე-მესამე ადგილს „ჯოჰორთან“ ერთად იყოფს, მომდევნო ტურში კი 28 ნოემბერს, „პათუმ იუნაიტედს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114687