ფეხბურთი

17:30 | 5.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

მიკელ არტეტა: "20 წელია ინგლისში ვარ და ახლა მრცხვენია, რაც მოხდა სამარცხვინოა"

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ „ნიუკასლთან“ მატჩში (0:1) მსაჯობის მიმართ უკმაყოფილება გამოხატა.

როგორც მან აღნიშნა, სამარცხვინო მსაჯობა იყო, რის გამოც მისი გუნდი დამარცხდა.

„მე ვაქებ ჩემს ფეხბურთელებს იმის გამო, რაც გააკეთეს ასეთ მოედანზე და ისეთი მეტოქის წინააღმდეგ, როგორიც „ნიუკასლი“ იყო, შედეგი განსხვავებული უნდა ყოფილიყო, ვიდრე საბოლოოდ იყო. თუ ვინმეს უნდა მოეგო, ეს „არსენალი“ იყო. რაც მოხდა სამარცხვინოა, 20 წელია ამ ქვეყანაში ვარ და ახლა მრცხვენია ამის. რაც მოხდა სამარცხვინოა.

თუ საკუთარი ნაკლოვანების გამო წავაგებთ, ხელებს ავწევ და პასუხისმგებლობას ავიღებ, მაგრამ დღეს ასე არ არის. ეს არ არის იმ დონის მსაჯობა, რომელიც უნდა იყოს მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატში. მრცხვენია, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ“, - თქვა არტეტამ.

შეგახსენებთ, რომ „არსენალი“ „ნიუკასლთან“ 0:1 დამარცხდა და პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098453