ფეხბურთი

23:16 | 4.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქოჩორაშვილმა ლა ლიგა 2-ში ჯარიმით შესანიშნავი გოლი გაიტანა (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-14 ტურში „ლევანტე“ შინ „მირანდესს“ დაუზავდა (2:2), გიორგი ქოჩორაშვილმა კი გოლი გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, 26-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა და იმ დროისთვის ანგარიში გაათანაბრა (2:1). „ლევანტე“ 94-ე წუთამდე იგებდა (2:1), მაგრამ გაუშვა და ქულას დასჯერდა. თანაც, აღსანიშნავია, რომ თამაში 9 ფეხბურთელით დაასრულა.

24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მე-11 მატჩში მეორე გოლი მიითვალა.

„ლევანტე“ 24 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში 10 ნოემბერს, სტუმრად „ლეგანესს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112627