ფეხბურთი

22:05 | 4.11.2023 | ნანახია 344 - ჯერ

„დინამომ“ „თელავი“ გაანადგურა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურის გვიან მატჩში თბილისის „დინამომ“ „თელავს“ უმასპინძლა და 4:0 მოუგო. დუბლი მიითვალა დინამოელთა სერბმა შემტევმა, ზორან მარუშიჩმა და 13 გოლით ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე მყოფ ყოფილ თანაგუნდელ ულად-ომარ იმრანს გაუთანაბრდა. ნიდერლანდელი ამჟამად ისრაელის ბეერ შევას აპოელში თამაშობს. ლიდერი კი 16 გოლით ბათუმელი ჯოვინო ფლამარიონია.

თითოც უსმანე კამარამ და გიორგი ხარაიშვილმა გაიტანეს.

„დინამო“ კვლავაც 9 ქულით ჩამორჩება ლიდერ „ბათუმს,“ „თელავი“ კი საფლეიაუტო კონკურენტ „სამტრედიას“ 4 ქულით უსწრებს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:38 | 04.11.2023
valeri8848 (2622)

გაანადგურაა???? როგორ ???? ლიმონკა შეუგდო გასახდელში,,,, საწყლები

0.123041