საქართველოს ეროვნული ლიგის 32-ე ტურში გორის „დილამ“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ევროთასების საგზურისთვის ბრძოლაში.
გორელებმა ქობულეთის „შუქურას“ 2:1 აჯობეს და სამივე გოლი პირველ ტაიმში, 4-წუთიან ინტერვალში გავიდა. დუბლი შეასრულა გიორგი გაფრინდაშვილმა, რომლის გოლებს შორის ალეკო ანანიძემ მცირე ხნით შეძლო გათანაბრება.
„დილამ“ ამ მოგებით 51 ქულა დააგროვა, მეოთხეა და მხოლოდ ქულა შორებს „ტორპედოს“. „შუქურა“ კი 11 ქულით ბოლოა და უკვე დაქვეითდა.
„შუქურა“ – „დილა“ 1:2 (1:2)
გოლები: 0:1 გაფრინდაშვილი (15), 1:1 ანანიძე (17), 1:2 გაფრინდაშვილი