ფეხბურთი

16:17 | 3.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერში" ტენ ჰაგი შეიძლება ზიდანმა შეცვალოს

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მიმდინარე სეზონი ძალიან წარუმატებლად დაიწყო, რის გამოც ერიკ ტენ ჰაგის მომავალი ინგლისურ გრანდში კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ბრიტანული მედია წერს, რომ არაა გამორიცხული უახლოეს პერიოდში ნიდერლანდელი სპეციალისტი გაათავისუფლონ. ამ ეტაპზე ტენ ჰაგის შემცვლელთა შორის ზინედინ ზიდანი და რუბენ ამორიმი სახელდებიან. სხვა დეტალები უცნობია.

„მანჩესტერი“ ინგლისის ლიგის თასს შინ „ნიუკასლთან“ მარცხით (0:3) გამოეთიშა, პრემიერლიგაში 10 ტურში 5 მარცხი განიცადა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 3 მატჩში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა, რაც ცხადია, ძალიან ცუდი შედეგია „მანჩესტერისთვის“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113322