ფეხბურთი

13:05 | 3.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინი: "არ ვიცი, როდის დავბრუნდები"

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელის, კევინ დე ბრუინის მოედანზე დაბრუნების თარიღი ისევ უცნობია. ამის შესახებ თვითონ ბელგიელმა ნახევარმცველმა განაცხადა.

„სამი თვეა ტრავმირებული ვარ და ყველაფერს სწორად ვაკეთებთ, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, მაგრამ დაბრუნების თარიღი არ ვიცით, როდის შევძლებ ისევ ფეხბურთის თამაშს“, - თქვა დე ბრუინმა.

დე ბრუინმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიიღო, რის გამოც გარკვეული პერიოდი გაუცდა. შემდეგ პრემიერლიგის პირველ ტურში ითამაშა, მაგრამ ისევ დაშავდა და მას მერე ლაზარეთშია. ცოტა ხნის წინ პეპ გვარდიოლამ თქვა, რომ სავარაუდოდ, კევინი 2024 წლამდე გუნდს ვერ დაუბრუნდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106004