ინგლისის ლიგის თასზე მერვედფინალურინალური ეტაპის მატჩები გაიმართა და მეოთხედფინალისტები გაირკვა.
ასპარეზობას გამოეთიშნენ „არსენალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“. მიკელ არტეტას გუნდი ლონდონურ დერბიში „ვესტ ჰემთან“ 1:3 დამარცხდა. „ჩაქუჩებმა“ „მეთოფეებს“ აჯობეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.
ერიკ ტენ ჰაგის „მანჩესტერის“ კრიზისი კი გრძელდება. „წითელმა ეშმაკებმა“ „ოლდ ტრაფორდზე“ „ნიუკასლ იუნაიტედთან“ განიცადეს მორიგი ფიასკო. „კაჭკაჭებმა“ ძალიან ადვილად, 3:0 გაიმარჯვეს.
მეოთხედფინალში ითამაშებს „ლივერპული“, რომელმაც „ბორნმუთი“ გამოთიშა ასპარეზობას (2:1), ხოლო „ჩელსიმ“ „ბლექბერ როვერსს“ 2:0 აჯობა.
ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალში „ლივერპულის“, „ვესტ ჰემის“, „ჩელსის“ და „ნიუკასლის“ გარდა, „ევერტონი“, „ფულჰემი“, „მიდლსბრო“ და „პორტ ვეილი“ გავიდნენ.