ფეხბურთი

22:10 | 31.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა (+VIDEO)

ლა ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა მე-11 ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც გიორგი მამარდაშვილი მოხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ „ბილბაოსთან“ ქართველმა მეკარემ ორი გოლი გაუშვა, ბრწყინვალედ ითამაშა, 5 სეივი შეასრულა, მათ შორის, 4 ძალიან რთული და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მიიღო. ახლა კი, ტურის სიმბოლურშიც მოხვდა.

ლა ლიგის მე-11 ტურის სიმბოლური ნაკრები ასეთია:

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია)

მცველები: ოსკარ დე მარკოსი (ბილბაო), აბდულ მუმინი (რაიო ვალეკანო), ხოსე გაია (ვალენსია)

ნახევარმცველები: როდრიგო რიკელმე (ატლეტიკო), ჯუდ ბელინგემი (რეალი), იანხელ ერერა (ჟირონა), ისკო (ბეტისი)

თავდამსხმელები: მუნირ ელ-ჰადადი (ლას პალმასი), მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი), ბებე (რაიო ვალეკანო)

აქვე გეტყვით, რომ ცნობილი გამოცემა Marca გამოკითხვით ტურის საუკეთესო ფეხბურთელს ავლენს, სადაც სხვებთან ერთად მამარდაშვილის არის ნომინანტებში, თუმცა, ჯერჯერობით, დიდი უპირატესობით ჯუდ ბელინგემი ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126153