საქართველოს ქალთა ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ტურში ლიეტუვის ნაკრებს უმასპინძლა და მარცხი განიცადა.
ირის ანტმანის გუნდს ამ მატჩამდე სამ ტურში 2 ქულა ჰქონდა, 4 დღის წინ ლიეტუვას სტუმრად დაუზავდა კიდეც (0:0), მაგრამ ამჯერზე საკუთარ მოედანზე უშანსოდ, 0:3 წააგო.
სტუმრები მონიკა გრიკსაიტემ 21-ე წუთზე დააწინაურა, ხოლო მეორე ნახევარში ლუიცია ვაიკუტაიტიტემ და ემილია გირჟუტაიტემ სხვაობა გაზარდეს და ლიტუველებმა ადვილად მოიგეს.
შედეგად, საქართველოს ნაკრები ჯგუფში 4 მატჩის შემდეგ 2 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 1-ელ დეკემბერს, ლუქსემბურგის ნაკრებს უმასპინძლებს, რომელსაც ლიეტუვის დარად 4 ქულა აქვს, ხოლო ლიდერი თურქეთია.
საქართველო - ლიეტუვა 0:3 (0:1)
გოლები: 0:1 გრიკსაიტე (21), 0:2 ვაიტუკაიტიტე (58), 0:3 გირჟუტაიტე (90)