ფეხბურთი

22:10 | 30.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

გარი ნევილი: "ფეხბურთელები "მანჩესტერში" თავს ისე გრძნობენ, თითქოს სასაფლაოზე არიან"

ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ კრიზისზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის გამოსავალს ვერ ხედავს.

„მე გამოსავალს ვერ ვხედავ, მწვრთნელის შეცვლა ვერ დაგვეხმარება. „მანჩესტერ იუნაიტედში“ ახლა ძალიან ბევრი ნეგატივია. ფეხბურთელები მოდიან „მანჩესტერში“ და გრძნობენ, რომ სასაფლაოზე არიან“, - თქვა ნევილმა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერმა“ პრემიერლიგის 10 ტურში 5 მატჩი წააგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე სამ ტურში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა.

0.11725