ფეხბურთი

12:45 | 29.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მეორედ: ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონი გახდა (+VIDEO)

„ულსან ჰიუნდაი“ სადაც ვაკო ყაზაიშვილი თამაშობს სამხრეთ კორეის ჩემპიონია. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ტიტული ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მეოთხედ მოიპოვა.

K ლიგის 35-ე ტურის შეხვედრაში ყაზაიშვილის გუნდი შინ „დაეგუს“ შეხვდა და მეტოქეს 2:0 აჯობა. ვაკო ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა.

„ულსანმა“ სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 70 ქულა დააგროვა და კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახდა, რადგან მე-2 ადგილზე მყოფ „პოჰანგ სტილერს“ 60 ქულა აქვს.

ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 34 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა, მისი გუნდი კი უკვე მომდევნო შეხვედრას 7 ნოემბერს, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112622