ფეხბურთი

19:23 | 28.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნმა“ – „დარმშტადტს“ 8 გოლი გაუტანა. ნოიერი დაბრუნდა

ბუნდესლიგის მე-9 ტურის მატჩში, „ბაიერნმა“ შინ „დარმშტადტი“ 8:0 გაანადგურა. ჰეთ-თრიქი შეასრულა ჰარი კეიმა, ლეროი სანემ და ჯამალ მუსიალამ დუბლი მიითვალეს, ერთიც ტომას მიულერმა შეაგდო.

საინტერესოა, რომ ამ შეხვედრაში მსაჯმა მარტინ პეტერსენმა, სამი ფეხბურთელი გაძევა: ბავარიელი იოზუა კიმიხი, ასევე სტუმრები: კლაუს გიასულა და მატეი მაგლიკა.

და კიდევ, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ „ბაიერნის“ კარს ოლივერ ნოიერი დაუბრუნდა.

„ბაიერნმა“ 23 ქულა მოაგროვა და ცხრილში გალიდერდა, თუმცა „ლევერკუზენი“ თავის მატჩს კვირას ატარებს „ფრაიბურგთან“ და თუ გაიმარჯვა პირველ ადგილს ისევ დაიბრუნებს.

გერმანია. მე-9 ტური. 28 ოქტომბერი: ბაიერნი - დარმშტადტი 8:0, აუგსბურგი - ვოლფსბურგი 3:2, გლადბახი - ჰაიდენჰაიმი 2:1, შტუტგარტი - ჰოფენჰაიმი 2:3, ვერდერი - უნიონი 2:0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123453