ფეხბურთი

20:31 | 27.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალთა ნაკრების ფრე ერთა ლიგაზე ლიეტუვასთან

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა, ერთა ლიგის C დივიზიონის მესამე ტურის შეხვედრა ლიეტუვის წინააღმდეგ გამართა. ვილნიუსში ჩატარებული მატჩი ფრედ, გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

საქართველოს ნაკრებს ლიეტვუასთან მატჩში გოლის გატანის რამდენიმე შესაძლებლობა მიეცა. მე-16 წუთზე ანგარიშის გახსნის შანსი ხატია ჭყონიას ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია. მეორე ტაიმში, მასპინძელთა კარში გოლის გატანის შანსი გასვიანს, ბებიას და ჩემინავას ჰქონდათ.

საქართველოს ქალთა ნაკრებს სამი ტურის შემდეგ 2 ქულა აქვს და ჯგუფში მესამე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა გოგონებმა სტუმრად ზედიზედ მეორედ ითამაშეს ფრედ.

ერთა ლიგის მომდევნო მატჩს ირის ანტმანის გუნდი 31 ოქტომბერს, კვლავ ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება.

0.112832