ფეხბურთი

22:16 | 26.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის ტოპ საგოლე პასები: ხუთეულში კვარაცხელია და აზაროვია (+VIDEO)

უეფამ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის 5 საუკეთესო საგოლე პასი გამოავლინა და ხუთეულში ორი ქართველია - ხვიჩა კვარაცხელია და ირაკლი აზაროვი.

კვარას პასით „უნიონთან“ ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა, ხოლო აზაროვმა საგოლე გადაცემა „ბარსელონასთან“ გეორგი სუდაკოვს გაუკეთა. ირაკლისთვის ეს პირველი შედეგიანი პასი იყო ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში, ხოლო ხვიჩასთვის - მიმდინარე სეზონში.

გარდა ამისა, ხუთეულში მოხვდა კრისტიან ერიკსენი (ჰარი მაგუაირზე პასი), გაბრიელ ჟეზუში (გაბრიელ მარტინელიზე) და მეტ ო’რაილი (კიოგო ფურუჰაშიზე).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11446