ფეხბურთი

22:07 | 20.10.2023 | ნანახია 1327 - ჯერ

"დინამო ბათუმმა" ვერ მოიგო, "დინამო თბილისს" ჩამორჩენის შემცირების შანსი აქვს

საქართველოს ეროვნული ლიგის 30-ე ტურში „დინამო ბათუმმა“ ქულები დაკარგა, რის შედეგადაც „დინამო თბილისმა“ შანსი მიიღო, რომ საჩემპიონო რბოლა ოდნავ მაინც დაძაბოს.

ანდრეი დემჩენკოს გუნდმა გორის „დილას“ ვერ აჯობა, სადაც უკრაინელი მანამდე მუშაობდა. გორელები მიკოლა კოვტალიუკის გოლით სწრაფადვე დაწინაურდნენ, რასაც ტაიმის მიწურულს გიორგი ზარიამ პენალტით უპასუხა. მეორე ტაიმში არაფერი შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაიყვეს - 1:1.

„დინამო ბათუმს“ 64 ქულა აქვს და „დინამო თბილისი“ „გაგრას“ თუ აჯობებს, ჩამორჩენას 6 ქულამდე შეამცირებს, სეზონის ფინიშამდე კი 6 ტურიღა რჩება.

„დილამ“ 3-მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა და 45 ქულით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი კონკურენტ „საბურთალოს“ შეხვდება.

„დინამო ბათუმი“ – „დილა“ 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 კოვტალიუკი (12), 1:1 ზარია (42, პენ)


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:35 | 21.10.2023
Z.LO (802)

ისე, რატომ არაფერი წერია გაუქმებულ თერთმეტმეტრიანზე, რომელიც უფრო უნდა დაენიშნა კვირიკაშვილს, ვიდრე არ დაენიშნა!?!

01:14 | 21.10.2023
Z.LO (802)

მეორე ტაიმში დილას 100 % იანი თერთმეტმეტრიანი გაუუქმა მსაჯმა; უკან მისდევდა კოვტალუკს და დაინახა დარღვევა, დანიშნა თერთმეტმეტრიანი, გადაამოწმეს, თვითონაც შეხედა მომენტს, სადაც არცერთი რაკურსით არ სჩანდა რომ დართვევა არ იყო (აშკარად სჩანდა რომ ხელით ეხებოდა უკნიდან ბაღუმისვფეხბურთელი) და გააუქმა. გავოცდი, ბათუმის ფეხბურთელის ემოციებს წამოეგო აშკარად.

01:18 | 21.10.2023
Z.LO (802)

ძალიან, ძალიან ადრე იყო ხოლმე მსაჯზე და ახლაც მაგ მსაჯს ვეტყოდი: მსაჯო- სათვალე გაიკეთე!

0.069934
1327