გლეიზერების ოჯახი მზად იყო „მანჩესტერ იუნაიტედი“ გაეყიდა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ამბავი მომავლისთვის გადაიდო.
ინგლისური კლუბის შესყიდვა კატარელ შეიხს, ჯასიმ ბინ ჰამად ალ ტანის სურდა, მაგრამ მოლაპარაკებები 9 თვე გაგრძელდა, რამაც შედეგი მაინც ვერ გამოიღო.
BBC-ის ცნობით, ალ-ტანი დაუსრულებელმა და უშედეგო მოლაპარაკებებმა დაღალა, რის გამოც საქმიდან გავიდა და კლუბის ყიდვას აღარ აპირებს.
ეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფანებისთვის ცუდი ამბავია, რადგან ისინი დიდი ხანია გლეიზერების კლუბიდან წასვლას ითხოვენ.