ფეხბურთი

14:48 | 12.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

საზონოვი „ინტერთან“ მატჩისთვის ემზადება

„ტორინოს“ ქართველ მცველს, საბა საზონოვს, რომელმაც „ვერონასთან“ სერია A-ს მე-8 ტურის მატჩის პირველ ტაიმში ფეხის ტრავმა მიიღო, სანაკრებო პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნება შეეძლება - გვამცნობს sport-express.ru.

„ტორინოს“ სამწვრთნელო შტაბი 21 წლის მცველს 21 ოქტომბერს ტურინში „ინტერის“ წინააღმდეგ მატჩში ელის.

დაშავებული დაცვის ლიდერის, ბონჯორნოს არყოფნის შემთხვევაში, რომელიც ალბათ „ინტერთან“ შეხვედრამდე გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს, საზონოვის სწრაფ დაბრუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თავად ფეხბურთელი „ტორინოს“ ბაზაზეა, სადაც ამჟამად ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს.

საზონოვმა სერია A-ს ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა. „ტორინო“ 9 ქულით ამჟამად იტალიის ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა. მის უახლოეს მეტოქე „ინტერს“ 8 ტურის შემდეგ 19 ქულა აქვს და მეორე საფეხურზე დგას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062193