საქართველოს ეროვნული ლიგის 29-ე ტურში „გაგრამ“ „თელავს“ უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა.
„თელავი“ შესანიშნავ ფორმაში იყო, მაგრამ გიორგი მიქაძის წასვლისთანავე გუნდმა პირველივე თამაში დიდი ანგარიშით წააგო. პირველივე ტაიმში გიორგი ონიანის გუნდმა ორი გოლი გაიტანა, მეორე ნახევარში კი კიდევ ორჯერ იხეირეს და 4:0-ს იგებდნენ, რომ არა ბოლო წუთზე ირაკლი რუხაძის პრესტიჟის გოლი.
„გაგრა“ 26 ქულით მეცხრე ადგილზეა და მომდევნო ტურში „დინამო თბილისს“ ეთამაშება, ხოლო „თელავი“ 31 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა და წინ „სამგურალთან“ თამაში ელოდება.
„გაგრა“ – „თელავი“ 4:1 (2:0)
გოლები: 1:0 ჯანგიძე (19), 2:0 მამაცაშვილი (33), 3:0 ივანიაძე (70), 4:0 გუტიერი (88, ა.გ), 4:1 რუხაძე (90)