ფეხბურთი

13:03 | 7.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო შესაძლოა "რომადან" დაითხოვონ

„რომას“ მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს სამსახურიდან დათხოვნა ემუქრება. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

როგორც ირკვევა, „კალიარისთან“ მატჩი პორტუგალიელის ბედს განსაზღვრავს - მარცხის შემთხვევაში „ჯალოროსისი“ ხელმძღვანელობა „განსაკუთრებულს“ კარისკენ მიუთითებს.

„რომამ“ ეს სეზონი ცუდად დაიწყო და 7 ტურში მხოლოდ 8 ქულა მოიპოვა (2 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება). ჯერჯერობით, უცნობია, ვინ განიხილება მოურინიოს პოტენციურ მემკვიდრედ რომაულ კლუბში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131478