ფეხბურთი

23:30 | 6.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბერიძის სადებიუტო გოლი თურქეთის პირველ ლიგაში (+VIDEO)

თურქეთის პირველ ლიგაში „ქოჯაელისპორი“ „ერზურუმსპორს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა და მატჩი 1:1 დასრულდა, მასპინძელთა შორის კი გოლი გიორგი ბერიძემ გაიტანა.

ქართველმა ქოჯაელელთა რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა და ანგარიში თამაშის მე-12 წუთზე გახსნა. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ოთხ მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე პასია.

„ქოჯაელისპორი“ თურქეთის პირველ ლიგაში 8 ტურის შემდეგ 16 ქულით მეორე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.147991