ფეხბურთი

10:26 | 4.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ვან გაალი "აიაქსში" დაბრუნდა

ლუის ვან გაალი ამსტერდამის „აიაქსში“ დაბრუნდა. თუმცა მწვრთნელის რანგში არა. ლეგენდარული სპეციალისტი „აიაქსის“ სამეთვალყურეო საბჭოს მრჩეველი იქნება. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ის სამეთვალყურეო საბჭოს რჩევებს ტექნიკურ დონეზე მისცემს. მან იან ვან ჰალსტი შეცვალა.

ლუის ვან გაალი „აიაქსში“ 1991-1997 წლებში მუშაობდა და 1995 წელს გუნდს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. 2004 წელს ის კლუბში მცირე ხნით ტექნიკური დირექტორიც იყო. ვან გაალი ბოლოს ნიდერლანდების ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102242