ფეხბურთი

21:29 | 3.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილის პირველი გოლი მიმდინარე სეზონში (VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 2-ში „ბორდო“ შინ „კაენს“ დაუზავდა და ისევ ვერ მოიგო. ჟირონდელები აგებდნენ, მაგრამ ქულა ზურიკო დავითაშვილის გოლით გადაარჩინეს.

ქართველმა ფეხბურთელმა თავი 34-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ვიზავი მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა. ეს ზურიკოს პირველი გოლია მიმდინარე სეზონში, გარდა ამისა, ორჯერ საგოლე პასი გააკეთა (9 მატჩში).

„ბორდო“, რომელსაც 1 ქულა დაკლებული აქვს, 9 ტურის შემდეგ 11 ქულით მე-13 ადგილზეა და მომდევნო ტურში 7 ოქტომბერს, „ლავალს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112144