ფეხბურთი

11:04 | 1.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჟერომ ბოატენგი "ბაიერნში" ბრუნდება

ვეტერანი გერმანელი მცველი ჟერომ ბოატენგი „ბაიერნში“ ბრუნდება. როგორც ფაბრიციო რომანო წერს, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და მომდევნო კვირაში ტრანსფერი დადასტურდება.

ბოატენგი უგუნდოდ იყო, შესაბამისად, ბავარიელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

ჟერომი ბოლოს „ლიონში“ გამოდიოდა, თუმცა არცთუ წარმატებით. ბოატენგი „ბაიერნში“ 2011-2021 წლებში თამაშობდა და 363 მატჩში 10 გოლი გაიტანა. მანამდე ის „მანჩესტერ სიტის“ და „ჰამბურგის“ წევრი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.396129