საქართველოს ეროვნული ლიგის 27-ე ტური აუტსაიდერების მატჩით დაიწყო, რომელშიც „გაგრამ“ „შუქურას“ აჯობა და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა.
მასპინძლებმა გამარჯვება ზურაბ მუსელიანის გოლით მოიპოვეს, რომელმაც 56-ე წუთზე პენალტი ზუსტად დაარტყა და მატჩის ბედი გადაწყვიტა.
„გაგრამ“ 22 ქულა დააგროვა და მერვე-მეცხრე ადგილებს „სამტრედიასთან“ ერთად იყოფს, ხოლო „შუქურა“ 8 ქულით ბოლო პოზიციაზეა და სავარაუდოდ, გავარდნას ვერ გადაურჩება.
„გაგრა“ – „შუქურა“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 მუსელიანი (56, პენ)