საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგაში პირველი ქულა მოიპოვა.
ლუქსემბურგთან სტუმრად ჩატარებული მეორე ტურის შეხვედრა ირის ანტმანის გუნდმა ფრედ, 1:1 დაასრულა. საქართველოს ნაკრების რიგებში გოლი ანა ჩემინავამ, მატჩის 27-ე წუთზე გაიტანა.
ერთა ლიგის მომდევნო შეხვედრებს ჩვენი გუნდი ოქტომბერში გამართავს. 27 და 31 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ლიეტუვას ჯერ სტუმრად, შემდეგ კი საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.