დიდი ხნის შემდეგ ქართული საკალათბურთო გუნდი ევროტურნირზე დაბრუნდა, მაგრამ დაბრუნება წარუმატებელი გამოდგა.
ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციის მეოთხედფინალში თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ლისაბონის „ბენფიკასთან“ უშანსოდ, 62:122 დამარცხდა.
პორტუგალიელებმა პირველივე პერიოდში 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და თამაშის ბოლომდე უპირატესობას მხოლოდ ზრდიდნენ, საბოლოოდ კი, 60 ქულით გაიმარჯვეს.
თსუ-ში საუკეთესო გიორგი ტურძილაძე იყო, რომელმაც 19 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა, თუმცა, სხვებმა მას მხარი ვერ აუბეს. 10 ქულა დააგროვა ალექსანდრე ფევაძემ, სხვები ამ ზღვართან არ მისულან.
თსუ ამ მარცხის შემდეგ გადაინაცვლებს ფიბა ევროპის თასზე, სადაც 8 აგვისტოს მიუნხენში გამართულმა წილისყრამ ჯგუფში მეტოქეებად ძალიან ძლიერი გუნდები - ფრანგული „შოლე“, იტალიური „ვარეზე“ და გერმანული „გოტინგენი“ არგუნა. აღნიშნულ ტურნირში თამაშები ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება და ჯგუფური ეტაპი (6 მატჩი) 2023 წლის ბოლომდე დასრულდება.
„ბენფიკა“ – თსუ 122:62 (25:15, 32:17, 36:18, 29:12)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბოსნია უ16 სომხეთი უ16. 236-27. . .
გასაკვირი არა, ქართველი კალათბურთელების საშუალო დონე ძალიან დაბალია, ფაქტიურად ნაკრებში 5-6 კონკურენტული ევროპაში , დანარჩენები 2-3 წთ ვერ ქაჩავს. კვალიფიციური ლეგიონერების გარეშე, ქართული გუნდი ევროპულ თასებზე ფაქტია, ყველა თამაშს წააგებს. ეს სიტუაცია პირველ რიგში გუნდის მენეჯმენტის არაკომპეტენტურობაზე და არაადექვატურობაზე მეტყველებს, რო მიდიხარ სად მიდიხარ, ან ვის იმედად, ბურთს ვერ აგდებენ, ფარზე ვერ ხსნიან და მოგებაც გინდა!? მაგარია, ტაშიიი
ესეთი სხვაობით წაგება კარგა ხანი არ მინახია
ვულოცავ ქართულ გუნდ წარმატებას. აქ თამაში უკვე წარმატებაა. მომავალში გამოცდილება ექნებათ და უკეთეს კალათბურთს შემოგვთავაზებენ. ეს ის შედეგია რასაც ფეხბურთში ვერ შევწვდით 2004-ის მერე
ასეთი წაგება არც გამიგია
ვა-ვა, ვა-ვა! ეს რა არის!?
წინა სტატიაშიც გირჩიეთ-თუ რამე თავმოყვარეობა დაგრჩათ შეეშვით კალათბურთს,წადით კაკალი ბერტყეთ
არც ეგაა იოლი. გამოცდილი მაქვს ))