„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი მარკუს რაშფორდი „ბარნლისთან“ მატჩის შემდეგ ავარიაში მოჰყვა.
ინგლისელი ფორვარდი თამაშის შემდეგ შინ ბრუნდებოდა, როცა ავტოსაგზაო ინციდენტი შეემთხვა. „როლს როისის“ მარკის ავტომობილი განადგურდა, მაგრამ საბედნიეროდ, რაშფორდი ავარიას უვნებელი გადაურჩა და ის თავს ამჟამად კარგად გრძნობს.
აღსანიშნავია, რომ რაშფორდს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც არ დასჭირდა.
შეგახსენებთ, „მანჩესტერმა“ „ბარნლი“ სტუმრად 1:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.