ფეხბურთი

23:28 | 23.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიას გოლი "ანორთოსისთან" (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატის მეხუთე ტურში „აპოელი“ სტუმრად „ანორთოსისს“ დაუზავდა - 1:1. ნიქოზიელთა ერთადერთი გოლი გიორგი ქვილითაიას ანგარიშზეა.

ქართველმა თავდამსხმელმა ანგარიში 21-ე წუთზე პენალტით გახსნა და სეზონში პირველი გოლი გაიტანა. ფამაგუსტელებმა პირველივე ტაიმში გაათანაბრეს და მეორე ნახევარში არაფერი შეცვლილა.

ქვილითაიამ 71-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო ლაშა დვალი მოედანზე შეუცვლელად იყო.

„აპოელს“ ოთხ თამაშში 5 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 27 სექტემბერს, „პაფოსს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113117