ესპანელმა მეკარემ დავიდ დე ხეამ შესაძლოა კარიერა დაასრულოს. The Guardian-ის ცნობით, 32 წლის მეკარე ამის შესახებ ფიქრობს.
დე ხეამ უკვე მეოთხე თვეა კლუბი ვერ იპოვა და უგუნდოდაა. წყაროს თანახმად, მას თამაში ისევ ტოპკლუბში სურს, მაგრამ თუ მსგავს შეთავაზებას არ მიიღებს, მაშინ ურჩევნია კარიერა დაასრულოს.
დავიდ დე ხეამ 2011-2023 წლებში „მანჩესტერ იუნაიტედში“ 545 მატჩი ჩაატარა, მაგრამ ინგლისურმა კლუბმა გასულ ზაფხულს მასზე უარი თქვა. მანამდე ესპანელი სამშობლოში, „ატლეტიკოს“ ღირსებას იცავდა.