ფეხბურთი

20:44 | 22.09.2023 | ნანახია 0 - ჯერ

საქართველოს ქალთა ნაკრები ერთა ლიგაზე თურქეთთან დამარცხდა

საქართველოს ნაკრებმა ქალთა ერთა ლიგაზე სადებიუტო მატჩი თურქეთის ნაკრებთან გამართა და 0:3 დამარცხდა.

ირის ანტმანის გუნდმა, რომელიც C დივიზიონის მეორე ჯგუფში ასპარეზობს, მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. თურქები უკეთ ირჯებოდნენ და დამსახურებულადაც იმარჯვეს.

სტუმრებმა პირველ ტაიმში ორი გოლი გაიტანეს, მეორე ტაიმში კი უპირატესობა გზარდეს. აღსანიშნავია, რომ 54-ე წუთზე, როცა ანგარიში 0:2 იყო, ანა ჩემინავას სხვაობის შემცირება შეეძლო, მაგრამ პენალტი კარს ააცილა.

საქართველოს ნაკრები მეორე ტურში 26 სექტემბერს, სტუმრად ლუქსემბურგს შეხვდება, რომელმაც ამ ტურში ლიეტუვას 2:0 აჯობა.

საქართველო - თურქეთი 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 ჯინი (5), 0:2 სადიკოღლუ (41), 0:3 ურაზი (71)


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:21 | 30.04.2021
qomagi (1575)

მინიმუმ ოთხეულში მოსახვედრად ბელგიას და ბულგარეთს უნდა მოვუგოთ, მაგრამ მარტო ოთხეულში მოხვედრა წესით არ უნდა იყოს ჩვენი მიზანი, რადგან რაც უფრო მაღალ ადგილს დავიკავებთ ჯგუფში, მით უფრო მეტი ქულა გადაგვყვება მომდევნო ეტაპზე და უფრო სუსტ მეტოქეებთან მოგვიწევს თამაში თუ შემდეგ მეოთხედფინალში გავედით, ნუ სუსტი უკვე ამ ეტაპზე პირობითი ცნებაა.

0.073297