„ატლანტა იუნაიტედის“ ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ MLS-ში მორიგი გოლი გაიტანა. ამერიკული კლუბი სტუმრად „დი სი იუნაიტედს“ დაუპირისპირდა და ანგარიში ქართველმა შემტევმა გახსნა.
საბამ მე-14 წუთზე ახლო მანძილიდან ერთი შეხებით გაიტანა. საბამ „ატლანტაში“ მეოთხე მატჩი ჩაატარა და მესამე გოლი გაიტანა, ორჯერ კი საგოლე პასიც მიითვალა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
„ატლანტა იუნაიტედი“ 46 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 24 სექტემბერს, „მონრეალს“ უმასპინძლებს.