სომხეთის ჩემპიონატის მერვე ტურში „ალაშკერტმა“ ერევნის „არარატი“ ლევან კუტალიას გოლით დაამარცხა.
ქართველმა თავდამსხმელმა 68-ე წუთზე პენალტით მოაგებინა თავის გუნდს (2:1). კუტალია 8 მატჩში გატანილი 9 გოლით სომხეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში ლიდერია.
პირველ ადგილზეა „ალაშკერტიც“ 19 ქულით, მომდევნო ტურში კი 25 სექტემბერს, „არარატ-არმენიას“ ესტუმრება.