ფეხბურთი

21:32 | 18.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლოჩოშვილის "კრემონეზედან" მწვრთნელი გაათავისუფლეს

„კრემონეზეს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დავიდე ბალარდინის დაატოვებინეს. კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

ჯერჯერობით, უცნობია ვინ იქნება კრემონელთა ახალი მთავარი მწვრთნელი, მაგრამ ლუკა ლოჩოშვილს ახალი მწვრთნელი ეყოლება. იტალიური მედიის ცნობით, სავარაუდოდ, ჯოვანი სტროპა დაინიშნება. „კრემონეზემ“ სერია B-ს 5 ტურში 5 ქულა მოიპოვა, 23 სექტემბერს კი, „ასკოლის“ უმასპინძლებს.

ლუკა ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში 3 თამაში ჩაატარა და ბალარდინი მას ძირითადი შემადგენლობის წევრად მოიაზრებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111883