ფეხბურთი

23:34 | 16.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

„დინამომ“ „ბათუმთან“ სხვაობა შეამცირა

დღეს, 16 სექტემბერს, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტურის სამი შეხვედრა გაიმართა.

მთავარი, ცხადია, „ქართული კლასიკო“ – „დინამო“ – „ტორპედო“ გახლდათ. საკმაოდ დაძაბული მატჩი გამოდგა. ანგარიში 41-ე წუთზე მასპინძელთა გვინეელმა უსმანე კამარამ გახსნა. 53-ზე ირაკლი ბუღრიძემ გაათანაბრა - 1:1.

„გაგრა“ და „დილა“ ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ - 0:0.

„თელავმა“ კი ლიდერ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

ანგარიში 50-ე წუთზე თელაველთა ჰაიტელმა, ჟონელ დეზირემ გახსნა. რვა წუთში ბათუმელმა პაატა ღუდუშაურმა გაათანაბრა. 91-ზე კი უკრაინელმა ევგენი პროტასოვმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ბათუმი“ ისევ ერთპიროვნული ლიდერია. „დინამოს“ 4 ქულით უსწრებს, თანაც ერთი თამაშით ნაკლები გამართა.

ეს ზღვისპირელთა მთავარი მწვრთნელის, ანდრი დემჩენკოს პირველი მარცხი გახლავთ ახალ კლუბში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06112