„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა მაურო მელუზომ „ჯენოასთან“ მატჩამდე ხვიჩა კვარაცხელიაზე მოკლე კომენტარი გააკეთა.
კერძოდ, მას ჰკითხეს ხვიჩას მშრალ სერიაზე, რაზეც უპასუხა, რომ ქართველი ფეხბურთელის ძალიან სჯერათ:
„ამ ბოლო დროს მას გუნდში ბევრი დრო არ გაუტარებია, რადგან ნაკრებში იყო. ნიჭიერი მოთამაშეა, ჩვენ მისი ძალიან გვჯერა და ვენდობით, ისევე, როგორც სხვებს. ბოლო მატჩში „ლაციოსთან“ მარცხი გამონაკლისი ინციდენტი იყო და გუნდი შეძლებს ამის დაძლევას“, - თქვა მელუზომ.