საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ინგლისური გრანდების ინტერესის სფეროშია.
ბრიტანული მედია წერს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ლივერპული“ მომდევნო ზაფხულს განიხილავენ „ნაპოლისთვის“ შეთავაზების გაკეთებას. ჯერჯერობით, დეტალები უცნობია, მაგრამ მანჩესტერში ხვიჩა ჯეიდონ სანჩოს და ანტონის შემცვლელად ესახებათ, რომლებიც ინგლისურ გრანდს დიდი ალბათობით უახლოეს სატრანსფერო პერიოდში დატოვებენ. „ლივერპულში“ კი მოჰამედ სალაჰის მემკვიდრედ განიხილება. ეგვიპტელი შეიძლება გაისად კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს.
თუმცა, აურელიო დე დე ლაურენტისს გრანდების ინტერესი არ აშინებს და დარწმუნებულია, რომ კვარაცხელიას შენარჩუნებას შეძლებს, რადგან ქართველის გაყიდვა ნეაპოლელთა გეგმებში არ შედის.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს ორ მატჩში თავი 1 საგოლე პასით გამოიჩინა.