სომხეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში „ალაშკერტმა“ „ურარტუ“ 4:2 დაამარცხა და მორიგი გოლი გაიტანა ლევან კუტალიამ.
მან მეტოქის კარი 69-ე წუთზე დალაშქრა და იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა. სხვათა შორის, მანამდე „ალაშკერტი“ დავით ხურციძემ დააწინაურა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.
„ალაშკერტი“ 16 ქულით ლიდერია, მომდევნო ტურში კი 20 სექტემბერს, „არარატს“ ესტუმრება. კუტალია 8 გოლით ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს ორი გოლით უსწრებს.