ფეხბურთი

22:00 | 15.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის პირველ ტურში თბილისში, სომხეთის ნაკრები დაამარცხა.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა პირველივე ნახევარში მოიპოვა კომფორტული უპირატესობა ირაკლი თოდუას და ბრუნო გომესის გოლებით, რასაც სტუმრებმა მეორე ნახევარში ერთი გოლით უპასუხეს, მაგრამ მარცხს თავი ვერ აარიდეს.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა 2:1 მოიგო, მეორე ტურში კი, 20 სექტემბერს სტუმრად ფავორიტ პორტუგალიას შეხვდება. ჯგუფშია ფინეთის ნაკრებიც.

ჯგუფიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველადგილოსანი გავა. გარდა ამისა, 5 ჯგუფიდან 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი პლეი-ოფში გადაინაცვლეს, სადაც მუნდიალის დარჩენილი 2 საგზური გათამაშდება.

საქართველო - სომხეთი 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 თოდუა (10), 2:0 გომესი (19), 2:1 ჟულიო ზანოტო (34)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113508