12:49 | 15.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

Bild: ჩაბი ალონსო „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარი პრეტენდენტია

„ბაიერის" მთავარი მწვრთნელი, ჩაბი ალონსო, თომას ტუხელის წასვლის შემთხვევაში „ბაიერნის" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი გახდება - წერს გერმანული გამოცემა Bild.

წყაროს ცნობით, „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა ალონსოს დიდი გულშემატკივარია. კლუბის თავმჯდომარე, კარლ-ჰაინც რუმენიგე, 41 წლის ფეხბურთელზე დადებითად საუბრობს, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი იან-კრისტიან დრეზენი აღფრთოვანებულია მისი პიროვნებითა და განვითარებით.

ასევე, კლუბის ხელმძღვანელობამ ლევერკუზენში იჯარით გაგზავნა მცველი იოსიპ სტანიშიჩი, რადგან მათ მთლიანად ენდობიან ალონსოს, რომელიც დაეხმარება ფეხბურთელს ტოპ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში.

ალონსო ლევერკუზენის „ბაიერს“ 2022 წლის ოქტომბერიდან ხელმძღვანელობს. გასულ სეზონში მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ბუნდესლიგაში 50 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა. ესპანელი სპეციალისტის კონტრაქტი კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ბაიერ ლევერკუზენის გარდა, ალონსო წვრთნიდა „რეალ სოსიედად B“-ს და მადრიდის „რეალის“ ახალგაზრდულ გუნდს.

0.114402