ფეხბურთი

11:09 | 14.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "დიბალა-ლუკაკუს დუეტი კვარა-ოსიმენის წყვილის დონეზეა"

იტალიელმა ჟურნალისტმა სტეფანო კარინამ განაცხადა, რომ რომელუ ლუკაკუსა და პაულო დიბალას დუეტი ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას დუეტის დონეზეა.

„ვფიქრობ, ლუკაკუ დიბალასთან წყვილში ითამაშებს. თუმცა, მხოლოდ თამაშს არ ველოდები, არამედ „რომას“ გამარჯვებას. არგენტინელი და ბელგიელი სერია A-ში კვარა-ოსიმენთან ერთად შეტევის საუკეთესო დუეტს ქმნიან. „რომა“ რაც არ უნდა ცუდად თამაშობდეს, ვერ წააგებს გუნდთან, რომელიც კარში ვერ ურტყამს. რაც აქამდე ვნახე, „ემპოლი“ სამარცხვინო გუნდია“, - თქვა კარინამ.

შეგახსენებთ, რომ რომელუ ლუკაკუ „რომას“ ცოტა ხნის წინ შეუერთდა და ჯერ „ჯალოროსიში“ მხოლოდ ერთხელ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111294