ფეხბურთი

22:50 | 7.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ვილიარეალის" მწვრთნელად შეიძლება რაული დაინიშნოს

„ვილიარეალის“ მთავარ მწვრთნელად შესაძლოა რაული დაინიშნოს. Marca-ს ინფორმაციით, „ყვითელი სუმბარინა“ ახალგაზრდა სპეციალისტის ვარიანტს აქტიურად განიხილავს.

რაულმა, რომელიც 2019 წლიდან მადრიდის „რეალის“ B გუნდში მუშაობს, „აინტრახტი“, „ლიდსი“ და „ესპანიოლი“ წარსულში უარით გაისტუმრა, რადგან „რეალის“ დატოვება არ სურდა, თუმცა, ამჯერად თუ კლუბები შეთანხმდებიან, შეიძლება „ვილიარეალში“ დაინიშნოს და დიდ ფეხბურთში მწვრთნელად მისი კარიერაც დაიწყოს.

„ვილიარეალმა“, რომელმაც ლა ლიგის ოთხ ტურში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა, ორი დღის წინ კიკე სეტიენი დაითხოვა, შესაბამისად, მის შემცვლელს ეძებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112916