ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალშია. ლეგენდარულმა სერბმა მეოთხედფინალში ტეილორ ფრიტცი იოლად, 3:0 დაამარცხა.
„ნოლემ“ პირველი სეტი ძალიან ადვილად, 6:1 მოიგო. მეორე და მესამე სეტებში ამერიკელმა მეტოქეს წინააღმდეგობა უფრო მეტად გაუწია, თუმცა, პრობლემები მაინც ვერ შეუქმნა - 4:6, 4:6. სერბმა გამარჯვებას მხოლოდ 2 საათი და 35 წუთი მოანდომა.
ამრიგად, ჯოკოვიჩი US Open-ის მომდევნო ეტაპზეა. მან 47-ედ მოახერხა დიდი სლემის ნახევარფინალში გასვლა, რითაც როჯერ ფედერერის რეკორდი გააუმჯობესა.