ფეხბურთი

17:52 | 5.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალი: "არგენტინის და მესის მსოფლიოს ჩემპიონობა წინასწარ იყო დაგეგმილი"

ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა განაცხადა, რომ 2022 წლის მუნდიალი ჩაწყობილი იყო და წინასწარვე იცოდნენ, რომ მსოფლიოს ჩემპიონი არგენტინა, შესაბამისად, ლიონელ მესი უნდა გამხდარიყო.

„ნახეთ, როგორ გაიტანა გოლი არგენტინამ, როგორც გავიტანეთ ჩვენ და როგორ დაეხმარნენ არგენტინას. ვფიქრობ, ყველაფერი წინასწარ იყო განზრახული. ყველაფერს ვგულისხმობ. მესი მსოფლიოს ჩემპიონი უნდა გამხდარიყო“, - უთხრა ვან გაალმა NOS-ს.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა ნიდერლანდები მეოთხედფინალურ ეტაპზე პენალტების სერიაში დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124167