ფეხბურთი

0:17 | 4.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსმა "ალ-იტიჰადს" უარი უთხრა და ესპანეთში ითამაშებს

სერხიო რამოსი კარიერას „სევილიაში“ გააგრძელებს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, 37 წლის მცველმა ანდალუსიურ კლუბთან მოკლევადიან კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია.

სხვა დეტალები უცნობია, მაგრამ რომანო წერს, რომ რამოსს მაგიდაზე უდევს „ალ-იტიჰადის“ და თურქული კლუბების შეთავაზებები, მაგრამ ის ესპანეთში ითამაშებს.

სერხიო რამოსმა „სევილიაში“ 2003-2005 წლებში 50 შეხვედრაში თავი 3-ჯერ გამოიჩინა, ბოლო ორი სეზონი პსჟ-ში გაატარა, სადაც 58 შეხვედრაში 3 გოლი მიითვალა, ხოლო კარიერის გამორჩეული პერიოდი მადრიდის „რეალთან“ ასოცირდება, რომლის მაისურით 671 მატჩში 171 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12166