ფეხბურთი

17:38 | 3.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ატლანტას" მწვრთნელი: "ლობჟანიძე მომაკვდინებელი ფეხბურთელია, ყოველთვის მზადაა"

„ატლანტა იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა გონსალო პინედამ საბა ლობჟანიძის შესახებ ისაუბრა, რომლის ამერიკული კარიერა ბრწყინვალედ დაიწყო: ორ ტურში ორი ულამაზესი გოლი გაიტანა.

„დალასთან“ შეხვედრის შემდეგ მექსიკის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა საბა შეაქო და თქვა, რომ ის ყოველთვის მომაკვდინებელია, როცა შანსი ეძლევა.

„კვირაში ორი გოლი ძალიან კარგია, ამიტომ კმაყოფილი ვარ იმ პროდუქტიულობით, რომელიც საბას აქვს. ის ყოველთვის მზადაა შეტევისთვის, აქვს აგრესია, რომელიც მჭირდება მოედნის იმ ნაწილში, ტექნიკურად ძალიან სუფთად თამაშობს. ბრუკსთან ერთად ფლანგზე ის ბევრს მოგვცემს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავიმატეთ. შესაძლოა მეორე ტაიმში ცოტათი გაუჩინარდა, მაგრამ როცა შანსი ეძლევა, მომაკვდინებელია. სწორედ ამიტომ მოვიყვანეთ, რადგან იცით, რომ ბევრ თამაშზე გავლენას მოახდენს“, - თქვა პინედამ.

0.118126